ქუთაისში, 22–ე საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” დროშებითა და პლაკატებით აღჭურვილი მანქანები ფიქსირდება. მანქანის მძღოლის განმარტებით მას კანონი არ დაურღვევია “საარჩევნო უბნიდან ასი მეტრის დაშორებით ვიმყოფები, ამომრჩევლები მოვიყვანე და მე მგონი ამით კანონი არ დამირღვევია”, –განაცხადა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა და დატოვა ტერიოტორია.
22–ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მარინე ლაღიძის განმარტებით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ” მანქანა ეზოს გარეთ იმყოფებოდა, რისი უფლებაც მათ აქვთ დ ა ჩვენ ვერ დავუშლით”, –განაცხადა მარინე ლაღიძემ.
ქუთაისში 22–ე საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” დროშებიანი და პლაკატებიანი მანქანა ფიქსირდება
27 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 29
” მანქანა ეზოს გარეთ იმყოფებოდა, რისი უფლებაც მათ აქვთ დ ა ჩვენ ვერ დავუშლით”
თეგები: არჩევნები • მანქანა • პლაკატი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები