ქუთაისში, # 59 საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები დგანან. ისინი იმ ამომრჩეველთა რაოდენობას აფიქსირებენ, რომელთაც არჩვენებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. კოორდინატორების განმარტებით, ისინი აკვირდებიან კონკრეტულ უბნებზე საარჩევნო სიაში მყოფი ამომრჩევლებიდან საკუთარ არჩევანს რამდენი ადამიანი გააკეთებს. „ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. მაგალითად, ამ უბანზე 1 409 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, მაგრამ ამ დროისთვის ხმა მხოლოდ 168-მ მისცა,“ – ამბობს #120 საარჩევნო უბანთან მყოფი „ქართული ოცნების“ კოორდინატორი.
ქუთაისში საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები დგანან
27 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 35
კოორდინატორების განმარტებით, ისინი აკვირდებიან კონკრეტულ უბნებზე საარჩევნო სიაში მყოფი ამომრჩევლებიდან საკუთარ არჩევანს რამდენი ადამიანი გააკეთებს.
თეგები: არჩევნები 2013 • საარჩევნო უბნები • საოლქო საარჩევნო კომისია
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები