საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის და „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია თევდორაძის განმარტებით არჩევნები ამ დროისათვის მშვიდ პირობებში მიმდინარეობს: „ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო დარღვევებს, ადგილი არ ქონია რაიმე სახის ექსცესებს“, – განაცხადა გია თევდორაძე, ქუთაისის მე–60 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. მისი თქმით მან ხმა მისცა იმ კანდიდატს, რომელიც არის გარანტი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის და ქვეყნის განვითარების.
გია თევდორაძე – ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც პარლამენტის ქუთაისში დარჩენის გარანტია
27 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 34
“გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს”, – განაცხადა გია თევდორაძემ.
თეგები: არჩევნები 2013დ • გია თევდორაძე • დარღვევები
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები