12 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა მისცა 22909 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 14,41%-ია. “აქტივობის ნორმალური მაჩვვენებელია. 12 საათის შემდეგ უბნებზე უფრო მეტ აქტივობას ველოდებით,” – განაცხადა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა. ქუთაისში სულ 158 ათასი ამორჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარია შესული. ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საჩივრები ძირითადად უბნებზე პორცედურულ დარღვევებს ეხდება.
ქუთაისში 12 საათის მონაცემებით ხმა ამომრჩეველთა 14,41%-მა მისცა
27 ოქტომბერი, 2013 • ნიუპრესი • 33
12 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარია შესული.
თეგები: ავთანდილ ოსეფაიშვილი • არჩევნები 2013 • საოლქო საარჩევნო კომისია
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები