შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა ამომრჩეველმა, რომლის მტკიცებით მარკირება სხვისგან გადაედო, ხმის მიცემა შეძლო

27 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 33

ქუთაისელმა ამომრჩეველმა, რომლის მტკიცებით მარკირება სხვისგან გადაედო, ხმის მიცემა შეძლო

ამ დროისთვის 29–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგენილია.

ქუთაისის #29 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას მარკირება გავლილი ამომრჩეველი ითხოვდა, რის გამოც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა.

ამომრჩეველი რევაზ არიშვილი ირწმუნება, რომ ხმა ამ დრომდე არსად მიუცია. არიშვილის თქმით, მას მარკირება გავლილმა ახლობელმა ჩამომართვა ხელი და ალბათ სითხე ასე გადაედო.
“აქამდე არსად ვყოფილვარ. ხმა არსად მიმიცია. არჩევნებზე იმისთვის მოვედი, რომ ჩვენს ქვეყანას საშველი დაადგეს,“-განაცხადა რევაზ არიშვილმა.

აღნიშნულ საარჩევნო უბანში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა გია უკლებამ მოითხოვა ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტა. კომისიის რამდენიმ ეწუთიანი მსჯელობის შემდეგ ზემოთაღნიშნულ უბანში ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მისცეს.

ამ დროისთვის 29–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგენილია.

29 უბანზე მსგავსი 3 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 2 შემთხვევაში, ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიცეა.

თეგები: არჩევნები 2013მარკირებასაარჩევნო უბნები