ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერს ოთხშაბათს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ?

29 ივლისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19

ქუთაისის მერს ოთხშაბათს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ?

ქუთაისის მერის იმპიჩმენტის საკითხს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” დააყენებს.

ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს შესაძლოა, ოთხშაბათს, 31 ივნისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტი გამოუცხადონ.
ქუთაისის მერის იმპიჩმენტის საკითხს, newpress.ge-ის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დააყენებს. წყაროს ინფორმაციით, კოპალიანს გადაყენების მიზეზად, მერიაში დაანონსებული კონკური იქნება, რომელიც ამ დრომდე ვერ შედგა. newpress.ge-ის ინფორმაციით, დიმიტრი კოპალიანის გადაყენების შემდეგ, ქუთაისის მერის პოსტს, ვიცე–მერი კოტე ლომიძე დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი მერის თანამდებობაზე საკონკურსო–საატესტაციო კონკურსის გზით, ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის, 5 ივნისს დაამტკიცა. კოპალიანის კანდიდატურას მაშინ მხარი სწორედ “პატრიოტთა ალიანისის” წევრებმა დაუჭირეს. დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ამერიკიდან ჩამოვიდა. კოპალიანი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქალაქის რიგით მე–10 მერია.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: დიმიტრი კოპალიანიმერიაპოლიტიკაქუთაისი