შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე – ქუთაისში “სომხური კარუსელის” დატრიალების მცდელობა იყო

27 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 36

გია თევდორაძე – ქუთაისში “სომხური კარუსელის” დატრიალების მცდელობა იყო

გია თევდორაძის თქმით, ქუთაისის 29–ე, 35–ე, მე–40, 98–ე, 87–ე, 88–ე, 107–ე და 108–ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხელმეორედ მიყვანა.

ქუთაისში ბოლო ერთი საათის განმავლობაში პროცედურული დარღვევები ფიქსირდება. ასევე დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობაც. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გია თევდორაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ქუთაისის 29–ე, 35–ე, მე–40, 98–ე, 87–ე, 88–ე, 107–ე და 108–ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხელმეორედ მიყვანა. „მე არ შემიძლია რომელიმე ორგზანიციას ან პოლიტიკურ პარტიას დავადო ხელი, რომ მათ მიერ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული, თუმცა ცხადია, რომ დარღვევები ფიქსირდება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რომ მეტი ყურადღებით იყვნენ და დროულად აღმოფხვრან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები“, – განაცხადა თევდორაძემ.

თეგები: არჩევნები 2013გია თევდორაძედარღვევები