შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 9 საჩივრიდან 8-ზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო

28 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 30

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 9 საჩივრიდან 8-ზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო

დაწერილი 9 საჩივრიდან 8 -ზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს დაფიქსირებული დარღვევების გამო გაფრთხილება და შენიშვნები მიეცათ.

ქუთაისის # 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დროისათვის უკევ დაასრულა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დროს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე არსებული საჩივრების განხილვა.

#65,,# 115, #71, #120,#29, #35, #37 – ეს ის საარჩევნო უბნებია, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროცედურული დარღვევების გამო საჩივრები დაწერეს.

საოლქო კომისიის 13 კაციანი შემადენლობის გადაწყვეტილებით, აღნიშულ უბნებზე დაწერილი 9 საჩივრიდან 8-ზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს, დაფიქსირებული დარღვევების გამო გაფრთხილება და შენიშვნები მიეცათ.

რაც შეეხება ერთ საჩივარს, რომელიც 65-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, გადაწყვეტილება კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე არ მიიღო. აღნიშნული უბანზე საჩივარი „სამართლიანი საქართველოს” წარმომაგენლებმა დაწერეს. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის გადაწყვეტილებით, საჩივრის განხილვა ხვალ მოხდება.

თეგები: არჩევნები 2013საოლქო კომისიასაჩივრები