ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2014 წლიდან ქუთაისში “კორპუსის” დაფინანსება იცვლება

31 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 36

2014 წლიდან ქუთაისში “კორპუსის” დაფინანსება იცვლება

ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ მეშველიანი გამოდის.

ქუთაისის მერიის საბიუჯეტო პროგრამა „კორპუსში“ მოსახლეობის თანადაფინანსების წილი, შესაძლოა, შემცირდეს. აღნიშნული ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ მეშველიანი გამოდის.

„2014 წლის ბიუჯეტში უნდა შემცირდეს „კორპუსში“ მოსახლეობის წილი. ამ დროისთვის, თუკი მოსახლეობის თანადაფინანსების წილი სხვადასხვა არის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, მომავალი წლიდან მათ მიერ გადახდილი თანხა საერთო ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტი იქნება”, – ამბობს მეშველიანი.

„კორპუსი“ ლიფტების შეკეთებას, მრავალსართულიანი კოპრუსების გადახურვას, ეზოების კეთილმოწყობას, სარდაფებისა და სადარბაზოების მოწყობას ითავლისწინებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშოების განხორცილებაში მოსახლეობის წილი 15– 20 პროცენტს შეადგენს, დანარჩენ თანხას კი თვითმმართველობა იხდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მიმდინარე წელს “კორპუსის” ბიუჯეტი მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს.

თეგები: კორპუსიმერიაქუთაისი