საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქართველ ემიგრანტთა საფლავების შეკეთებითი სამუშაოების ინიციატორი საფრაგნეთში ქართველთა სათვისტომოს ასოციაციაა.
როგორც newpress.ge-ს ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა, ოთარ ზურაბიშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე 20 საფლავის შეკეთება მოხდება, ხოლო დანარჩენი საფლავების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. “ზოგიერთი საფლავი არის უპატრონო. 90 წელზე მეტია, რაც ქართული ემიგრაცია საფრანგეთშია” – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის განცხადებით, ლევილში დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მეცენატის, სიკო ენუქიძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ლევილში ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია დაიწყო
4 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 22
ქართველ ემიგრანტთა საფლავების შეკეთებითი სამუშაოების ინიციატორი საფრაგნეთში ქართველთა სათვისტომოს ასოციაციაა.
თეგები: ლევილი • საფლავების შეკეთება • საფრანგეთი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები