შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო

8 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 55

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო

აცრა ჩაუტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “თურქულის” საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ჩაუტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია-ნიშანდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ასევე აგრძელებენ ჯილეხისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მაღალი რისკის ზონებში ჯილეხზე აცრა ჩაუტარდება 200 ათასამდე მსხვილფეხა, წვრილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხენს.

“რაც შეეხება ცოფს, ცოფის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში აიცრა 60 ათასზე მეტი ძაღლი და კატა, მაგრამ ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური ღონისძიებები კვლავ გრძელდება,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თეგები: აცრებივაქცინაციასურსათის ეროვნული სააგენტო