შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress-ის მიერ გავრცელებული ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით “იდენტობა” დაინტერესდა

8 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 25

newpress-ის მიერ გავრცელებული ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით “იდენტობა” დაინტერესდა

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაცემი ნიგერიელი სტუდენტისათვის იურიდიული დახმარების გაწევა სურთ.

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტით, რომელიც newpress.ge-მ გაავრცელა, ორგანიზაცია “იდენტობა” დაინტერესდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის გამო, ნიგერიელი სტუდენტისათვის იურიდიული დახმარების გაწევა სურთ. “ჩვენი ორგანიზაცია რასიზმის მსხვერპლებზე მუშაობს. გვინდა, რომ ნაცემ ნიგერიელ სტუდენტს უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ,” – აცხადებენ ორგანიზაცია “იდენტობა”-ში. წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოხდა. ცემის ფაქტზე ნიგერიელი სტუდენტი ჯივა აბიოდუნი newpress.ge–სთან საუბრობს.

მომხდარს სოციალურ ქსელ facebook-ში მწვავე რეაქცია და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

რასისტულ ძალადობას პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეც ეხმაურება, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პოსტს – “დიახ, ჩვენ ზანგები ვართ – Say No to Racism!” – სწორედ ქუთაისში მომხდარი ფაქტით იწყებს:

თეგები: იდენტობანიგერიელი სტუდენტიწერეთლის უნივერსიტეტი