ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ და რატომ აპირებს ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას?

12 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 20

ვინ და რატომ აპირებს ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას?

“მამულიშვილთა ორდენის” წევრების აზრით, ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს.

“თუ ქუთაისიდან საქართველოს პარლამენტის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დადგება, აქციები პერმანენტული და მასიური გახდება. დავიწყებთ შიმშილობას და მოვაწყობთ მასშტაბურ აქციებს ბიძინა ივანიშვილის სახლთან,” – აცხადებენ გაერთიანება “მამულიშვილთა ორდენის” წევრები. “მამულიშვილთა ორდენის” წევრების აზრით, ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს, რადგან თბილისს ეკონომიკურად ძლიერი ქალაქის ფუნქცია ეყოფა. “ეს ჩვენი რიგით მესამე გამაფრთხილებელი აქციაა. ჩვენ არ ვხუმრობთ. დაანებონ ქუთაისს და ამ აშენებული პარლამენტის გაუქმების მცდელობას თავი. ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური თამაშის საგანი,” – ამბობს გაერთიანება “მამულიშვილთა ორდენის” ხელმძღვანელი, გიზო სოხაძე. აღნიშნული გაერთიანება ქუთაისში 2001 წლიდან არსებობს და მისი წევრები სამოქალაქო ინტერესების დაცვისათვის იბრძვიან.

თეგები: მამულიშვილთა პროტესტიპარლამენტის გადატანაქუთაისი