შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლევან ვასაძეს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა

13 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 25

ლევან ვასაძეს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა

“ცერემონიალს ესწრებოდა ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და ორდენის კავალრები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად”.

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა. აღნიშნულ ინფორმაციას ireporter.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით: “31 ოქტომბერს, დარეჯანის სასახლეში, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბატონიშვილმა ნუგზარმა ქველმოქმედ ლევან ვასაძეს საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდის წოდება მიანიჭა. ცერემონიალს ესწრებოდა ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და ორდენის კავალრები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად”.

თეგები: ბატონიშვილილევან ვასაძესამეფო ოჯაქი