შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასურსათო მაღაზიიდან ათეულობით გაფუჭებული ქათამი ამოიღეს

13 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 54

სასურსათო მაღაზიიდან ათეულობით გაფუჭებული ქათამი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ათეულობით
გაფუჭებული ქათამი ამოიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ “ზურაბ ჩხიკვაძის” სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს.

“მათ დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო.

აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

თეგები: გაფუჭებული პროდუქტისურსათის ეროვნული სააგენტოქათამი