November 16, 2013

ქუთაისის მერიაში საგანგებო საბჭო შეიქმნა

ქუთაისის მერიაში ქალაქში არსებული ობიექტების სამართლიანად გასხვისებისა და მშენებლობის სწორად წარმართვის მიზნით, საკონსულტაციო–ოპონირების საბჭო შეიქმნა. ერთი კვირის წინ საგანგებოდ შექმნილი 7 წევრიანი საბჭო ქალაქში მოქმედი არქიტექტორებით არის დაკომპლექტებული. მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურთან არსებული საკონსულტაციო–ოპონირების საბჭოს ხელმძღანელი, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ანდრო მარჯანიშვილია.
მარჯანიშვილის განმარტებით, საბჭოს შექმნა ბოლო პერიოდში მერიის მიერ გასხვისებული ქონების გამო, გამოწვეულმა ხმაურმა დააჩქარა.
“მე ადრეც ვფიქრობდი საბჭოს შექმნას, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენება ეს დააჩქარა. რადგან, ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება, არც ობიექტის გასხვისების და არც მშნებლობის ნებრათვის გაცემაზე. ჩვენ ვცდილობთ, ქალაქი გადავარჩინოთ არასწორი არქიტექტურისგან”, – განმარტავს newpress.ge–სთან საუბარში ანდრო მარჯანიშვილი.