პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა – 93 მომხრე, 19 წინააღმდეგი. მინისტრობის წევრობის კანდიდატებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში უსმენდნენ. პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, ხოლო შს მინისტრის პოსტი ალესანდრე ჭიკაიძემ დაიკავა. ყველა სხვა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ძველ პოზიციას ინარჩუნებს. თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია; ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია; საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე; ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური; სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი; განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე; შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; სოფლის მეურნეობის მინისტრი – შალვა ფიფია; გარემოს დაცვის და ბუნრებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე; კულტურის მინისტრი – გურამ ოდიშარია; სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;
November 20, 2013
პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა