ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებს განიხილავენ

21 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 19

ქუთაისის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებს განიხილავენ

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს.

ქუთაისის მერიაში, 52 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები კანდიდატებს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ, განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი აკეთებს. “დღეს მეორე სხდომა ჩატარდა, გვყავს 30 კანდიდატი შერჩეული, თუმცა კომისიას ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს წარვადგენთ,”- განმარტავს მარგველაშვილი. მარგველაშვილის თქმითვე, ქუთაისის მერიაში, თანამდებობების დასაკავებლად სულ 1300 განაცხადი იყო შესული. თუმცა კონკურსანტებიდან, მეორე ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 163 – მა კონკურსანტმა შეძლო. თუ ვინ დაიკავებს თანამდებობებს ქუთაისის მერიაში, აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ერთ კვირაში გახდება.

თეგები: კონკურსიმერიაქუთაისი