|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია სიტყვიერი გაფრთხილების სანაცვლოდ გათავისუფლდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან  სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. გოგი წულაიას განმარტებით მას  არანაირი ჯარიმა არ დაეკისრა და მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მომხდარ ფაქტს წულაია პოლიტიკურ დევნად აფასებს.მისი თქმით, 2011 წლის 16 მაისს იგი ანალოგიური მოტივით და ანალოგიური მუხლი იყო დაჭერილი.

„ მოსამართლის გადაწყვეტილება არის შუალედური,არც მე გამამართლა და არც პატრული. წინა მოსამართლისგან განსხვავებით სასამართლო ცალმხრივი არ ყოფილა’“.-აცხადებს გოგი წულაია.

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გუშინ დააკავა საპატრულო პოლიციამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. 

ავტორი: დეა მანაგაძე