ქუთაისის მერიაში დასაქმებული ადამიანებისთვის შესაძლებელია ტესტირება ჩატარდეს. ტესტირების ჩატარების ინიციატივით, მერის მოვალოების შემსრულებელი, შოთა მურღულია გამოდის.
მურღულიას განმარტებით, სუბიექტივიზმის გამოსარიცხად ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში თანამშრომლების მისაღებად ოპტიმალური ვარიანტი და მოდელი გარეტესტირების ჩატარებაა.
“ეს შეიძლება იყოს როგორც უნარებში ასევე კანონმდებლობაში. გარეტესტირება იქნება პირევლი ეტაპი. ამის შემდეგ იქნება კონკურსი”, – განაცხადა newpress.ge-ის გადაცემა “აქცენტში” სტუმრობისას. მისი თქმით, ტესტირების გადასალახად უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომლის გავლის შემდეგ ის კონკურსანტი მეორე ეტაპს გაივლის.
შოთა მურღულია – მერიაში სუბიექტივიზმის გამოსარიცხად ტესტირება უნდა ჩატარდეს
1 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23
ტესტირებაზე მერიის თანამშრომელბს ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.
თეგები: მერია • ტესტირება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები