ქუთაისის მერის საკონკურსო-საატესტაციო კომისიiს მიერ დაწუნებულi კონკურსანტები, კომისიის საბოლოო შედეგების გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ, კონკურსანტებმა დღეს მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს. “მერის საკონკურსო კომისია არ ითვალისწინებს მოქმედ კანონმდებლობას და მხოლოდ თავიანთი შედეხულებებისამებრ მუშაობს. 7 კაციანმა კომისიამ ათასობით ადამიანი გააცუცურაკა”, – განაცხადა მერის შესარჩევი კომისიის მიერ დაწუნებულმა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, მანანა მანაგაძემ. მანაგაძეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი. თუმცა, 7კაციანმა კომისიამ ის პირველივე ეტაპზე დოკუმენტაციის ასრულის წარდგენის გამო “დაიწუნა”. კონკურსიდან მოხსნილი კონკურსანტების განმარტებით, თუკი კომისია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ფართომასშტაბიან აქციის გამართვას გეგმავენ.
ქუთაისის მერიის კონკურსიდან მოხსნილი მონაწილე – კომისიამ ათასობით ადამიანი გააცუცურაკა
2 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25
კონკურსიდან მოხსნილი კონკურსანტების განმარტებით, თუკი კომისია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ფართომასშტაბიანი აქციას გეგმავენ.
თეგები: კონკურსი • მერია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები