newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ფარქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრია, თანამდებობას ტოვებს. თუმცა, თავად, მარგევლაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს. “არსად არ წავსულვარ. არც თანამნდებობა და არც ფრაქცია არ დამიტოვებია”, – განმარტა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას თამაზ მარგველაშვილმა. მისი თქმით, თუკი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ის საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია “საქრთველოს პატროტთა ალიანსის” დაშლის შესახებ. საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე უშიშროების მხრიდან მათი პარტიის წევრების დაბარებებზე საუბრობს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს?
3 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 29
“ასეთ გადაწყვეტილებას თუკი მივიღებ, საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი,” – აცხადებს თამაზ მარგველაშვილი.
თეგები: თამა მარგველაშვილი • პატრიოტთა ალიანსი • საკრებულოს თავმჯდომარე
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები