შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

7 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 23

ქუთაისის აეროპორტში ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საშუალება მიეცათ ენახათ ყველა ის პროცედურა, რაც დაკავშირებულია თვითმფრინავის მართვასთან და მგზავრთა მომსახურებასთან.

ავიაციის საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით, დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს საქაერონავიგაციასთან და კომპანია „Georgian Bus”-თან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, SOS ბავშვთა სოფელი ქუთაისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დაათვალიერეს აეროპორტი და სანავიგაციო კოშკი, გაეცნენ ავიაციის სფეროს და აეროპორტის პერსონალის მუშაობის სფეციფიკას. მათ საშუალება მიეცათ ენახათ ყველა ის პროცედურა, რაც დაკავშირებულია თვითმფრინავის მართვასთან და მგზავრთა მომსახურებასთან.

ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.

თეგები: ავიაციამზრუნველოვამოკლებული ბავშვებიქუთაისის აეროპორტი