შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახალხო დამცველი ძალოვნების უფლებების შეზღუდვას მოითხოვს

10 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 27

სახალხო დამცველი ძალოვნების უფლებების შეზღუდვას მოითხოვს

„დღეს ჩვენ კეთილ პოლიციელებზე ვართ დამოკიდებულები, რომ ისინი არ გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ განუსაზღვრელ უფლება-მოსილებას და არ მოხდება უკანონო ფარული მოსმენები”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი მოითხოვს, შევიდეს ცვლილებები კანონში „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ“ და გამკაცრდეს და შეიზღუდოს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა უფლება, განახორციელონ ფარული მოსმენები და სხვა სახის მიყურადება. „დღეს ჩვენ კეთილ პოლიციელებზე ვართ დამოკიდებულები, რომ ისინი არ გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ განუსაზღვრელ უფლება-მოსილებას და არ მოხდება უკანონო ფარული მოსმენები და სხვა სახის ფარული მიყურადება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულები. საჭიროა კანონის გამკაცრება“,- განაცხადა „პირველ რადიოსთან“ სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე საჭიროა განადგურდეს ის ფარული ჩანაწერები, რომელიც დღემდე შსს- ს არქივებში ინახება.
წყარო: pirveliradio.ge

თეგები: იჩა ნანუაშვილისახალხო დამცველიძალოვნები