ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უკრაინელების მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ

13 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 28

უკრაინელების მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ

“თავისუფალი ზონის” წარმომადგენელბის თქმით, თუ მთავრობა ევროკავშირის გზიდან გადაუხვევს, აქციები საქართველოშიც დაიწყება.

ქუთაისში, უკრაინელების მხარადასაჭერი აქცია, დღეს მესხიშვილის სახელმწიფო თეატრთან, “თავისუფალი ზონის” ინიციატივით გაიმართა.
“თავისუფალი ზონის” წარმომადგენლის, ელისო კეთილაძის განმარტებით, ისინი იმ უკრაინელებს უცხადებენ თანადგომას, რომლებიც ევროკავშირში შესვლას მოითხოვენ.
მისივი თქმით,აღნიშული აქცია ასევე,საქართველოს ხელისუფლებითვისაც გამაფრთხილებელი მესიჯია.
“ეს არის მესიჯი ჩვენი მთავრობისთვისაც. რადგან თუ ხელისუფლება გადაუხვევს იმ გზიდან , რომელსაც ევროკავშირი ქვია, აქციები საქართველოშიც დაიწყება და იგივე მოხდება რაც უკრაინაში ხდება დღეს”, – ამბობს კეთილაძემ.
ქუთაისში, უკრაინელების მხარდამჭერი აქცია უკვე მეორედ გაიმართა. ქუთაისში მცხოვრებლები თვლიან, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ.
შეგახსენბთ, რომ უკრაინაში საპროტესტო აქცია უკვე 23 დღეა მიმდინარეობს. უკრაინაში, მოედანზე შეკრებილი ათასობით უკრაინელი მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას აპროტესტებს. რის გამოც, ისინი მთავრობის წარმომადგენლების გადადგომას მოითხოვენ.

თეგები: აქციაუკრაინელებიქუთაისი