ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის ახალი გუბერნატორი – რაც ჩემს თავს ხდება, ღვთის ნებაა

17 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 26

იმერეთის ახალი გუბერნატორი – რაც ჩემს თავს ხდება, ღვთის ნებაა

ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, კარიერული წინსვლა აუცილებელია.

“ის რაც ჩემს თავს ხდება, ეს არის ღვთის ნება”, – განაცხადა იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვლმა, პირევლ სამუშაო დღეს მედიასთან შეხვედრისას. ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, კარიერული წინსვლა აუცილებელია. თუმცა ის უფრო მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ახლადანიშნული გუბერნატორის თქმით, ის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასევე, მეფარიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობის. საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნულ გუბერნატორებს რეორგანიზაციისთვის 60 დღე აქვთ. “ცვლილებები არ იქნა გლობალური. ჩატარდება კონკურსი, რათა მეტი გამჭვირვალობა იყოს”, – განმარტა შეხვედრაზე ზაზა მეფარიშვილმა.

ახალი გებერნატორები ქვეყნის პრემიერმინისტრმა თანამდებობებზე 13 დეკემბერს დანიშნა.

იმერეთის ახალ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს ამ დრომდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

თეგები: გუბერნატორიზაზა მეფარიშვილიიმერეთი