შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზაზა მეფარიშვილი – ვიცე–გუბერნატორების კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

17 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 30

ზაზა მეფარიშვილი – ვიცე–გუბერნატორების კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

“თუკი ექნება თანამშრომლობის სურვილი მოქმედ ვიცე–გუბარნატორს, მე მზად ვარ”, – განცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, ახალი ვიცე–გუბერნატორების სავარუდო კანინადატებზე საუბარი მიმდინარეობს. თუმცა, მეფარიშვილის თქმით, სურვილის შემთხვევაში მოქმედ ვიცე–გუბერნატორთანაც მზად არის ითანამშრომლოს.
“ვთვლი, რომ გუბერნატორი და მისი მოადგილეები ერთი გუნდია. თუმცა, თუკი ექნება თანამშრომლობის სურვილი მოქმედ ვიცე–გუბარნატორს, მე მზად ვარ”, – განცხადა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.
თუ ვინ დაიკავებს ვიცე–გუბერნატორების პოსტს, მეფარიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე არის მონახაზი, “მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია”, – აღნიშნა მეფარიშვილმა.
ახალ გუბერნატორს მოქმედ ვიცე–გუბერნატორთან, ამირან ძოწენიძესთან შეხვდერა დღის ბოლოს აქვს დაგეგმილი. ვიცე–გუბერნატორის თქმით, ის ახალ გუნდთან თანამმშრომლობას არ აპირებს. რაც შეეხება კიდევ ორი ვიცე-გუბერნატორს, აღნიშნული პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია.

თეგები: ზაზა მეფარიშვილიიმერეთის გუბერნიასაკადრო ცვლილებები