შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი – ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ

17 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 26

იმერეთის გუბერნატორი – ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ

იმერეთის გუბერნატორს სამხარეო ადმინისტრაციაში მისვლის დროს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ახლდნენ.

რა ავტომანქანით მივიდა იმერეთის ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი პირველ სამუშაო დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში? – აღნიშნულ შეკითხვას ზაზა მეფარიშვილმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე უპასუხა.”მე მოვედი გუბერნატორის მანქანით. ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ,” განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
შეხვედრაზე tv3-ის ჟურნალისტმა გუბერნატორს, იმ თანმხლებ პირებზეც კითხა, რომლებიც მას სამხარეო ადმინისტრაციაში მისვლის დროს ახლდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ.
“ადამიანები ვართ და მეგობრებთან ერთად სიარულს პრობლემად არ ვთვლი”, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატრმა, ზაზა მეფარიშვილმა.

ახალი გებერნატორები ქვეყნის პრემიერმინისტრმა თანამდებობებზე 13 დეკემბერს დანიშნა.

იმერეთის ახალ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს ამ დრომდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

თეგები: გუბერნატორიზაზა მეფარიშვილიშეხვედრა