ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რაიონებთან მჭიდრო კავშირი იქნება

20 დეკემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 26

იმერეთის გუბერნატორი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რაიონებთან მჭიდრო კავშირი იქნება

გუბერნატორი ქუთაისის მერთან და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრას მართავს.

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვლის თქმით, გუბერნიის მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე წლის სამუშაო პროცესში, რაიონებთან მჭიდრო კავშირი იქნება. აღნიშნულის შესახებ მეფარიშვილმა, დღეს ქუთაისის მერსა და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გუბერნატორი ამბობს, გუბერნიამ იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია კორდინიბულად უნდა მიიღოს. “ჩვენ გვაქვს ინფორმაციული წვდომა სოფლებსა და რაიონებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ეს უფრო კოორდინებულად, გამგებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე უნდა მოხდეს. რის შემდეგაც პრობლემების მოგვარება სოფლებსა და რაიონებში უფრო შედეგზე იქნება ორიენტირებული,” – ამბობს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.

თეგები: გამგეობებიგუბერნატორიიმერეთი