ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ოცნების” აქტივისტებს მარგველაშვილის მხარდასაჭერად აგიტაციას არ ავალებენ

13 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 19

ქუთაისში “ოცნების” აქტივისტებს მარგველაშვილის მხარდასაჭერად აგიტაციას არ ავალებენ

“ოცნების” აქტივისტები, ამავე დროს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

newpress.ge–სთვის ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციაში საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის პიარ–კამპანიის წარმართვისათვის ცენტრალური ოფისიდან დირექტივები ამ დრომდე არ მიუღიათ. newpress.ge–ის წყაროს ინფორმაციით, იმის ნაცვლად, რომ არჩვენებამდე დარჩენილი დროის გამოყენებას, კოალიცია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის აგიტაციისათვის იყენებდეს, “ქართული ოცნების” ოფისში წინასაარჩევნო სამზადისი ჯერ არც დაწყებულა. ასევე, newpress.ge–სთვის ცნობილი გახდა, “ოცნების” აქტივისტები, ამავე დროს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: Chat Newsარჩევნებიაქტივისტებიქართული ოცნება