შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიონის არხში ახალგაზრდის ცხედრის პოვნა წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი

22 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 52

რიონის არხში ახალგაზრდის ცხედრის პოვნა წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი

ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან განაახლეს.

ქუთაისში მდინარე რიონის არხში მაშველებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი დილით იპოვეს. მხარისა და ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან მას შემდეგ განაახლეს, რაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს არხში წყლის დონის დაკლების თხოვნით იმერეთის გუბერნატორმა მიმართა.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“გუბერნატორი კოორდინირებული და პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის სადისპეჩერო სამსახურის უფროსს უჩა უჩანეიშვილს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს უხდის,” – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

თეგები: დახრჩობამდინარე რიონიუბედური შემთხვევა