|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 გუბერნიაში გაცემულმა პრემია-დანამატმა 1 063 486 ლარი შეადგინა

"ახალი საქართველო" გუბერნიებში გაცემულ პრემია-დანამატების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2016 წლისა და 2017 წლის 4 თვის მხოლოდ პრემია-დანამატმა 5 გუბერნიაში 1 063 486 ლარი შეადგინა.

როგორც "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი, მარიამ ქელბაქიანი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს,  კვლევაში ვერ მოხვდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლისა  და კახეთის მონაცემები, რადგან ამ გუბერნიებმა მათ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდეს.  

"ეს თანხა ბიუჯეტიდან სრულიად არაეფექტურად არის გახარჯული, ვინაიდან გუბერნიები და მათი გუბერნატორები ფაქტიურად, არაფრის კეთებაში იღებენ მილიონობით ლარს, ჩვენ კვლევაში საუბარი გვაქვს მხოლოდ პრემია-დანამატზე და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამას თუ დავუმატებთ, მათ თანამდებობრივ სარგოს, თანხა მინიმუმ გაორმაგდება"- აცხადებს "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი.

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას  მათთვის აღნიშნული მოთხოვნით ოფიციალურად არ მოუმართავს.

შეგახსებეთ, "ახალი საქართველო" გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით გამოდის. 

აღნიშნულ საკითხზე "ნიუპრესმა" ქუთაისში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები გამოკითხა. 

იხ. ვიდეო: "გუბერნატორი არის ცენტრალური ხელისუფლების ნაჯახი" [VIDEO]

 

ამ თემაზე: ვინ რა ოდენობის პრემია და დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნიაში?

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა