|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსულ კანონში მესამე მოსმენაზე ჩაამატეს მუხლი, რომელიც ფიზიკურ პირებს ეხება

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ რუსული კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, მესამე მოსმენაზე დანაშაულებრივად ჩაამატეს მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე არა მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს, არამედ საიდუმლო ინფორმაციების შეგროვებასაც ეხება,  - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უმრავლესობას ამის უფლება არ ჰქონდა. 

 „რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეზე, ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ, დაამატეს მუხლი დანაშაულებრივად, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი, რადგან ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა