|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 მაისს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს

მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ხვალ, 5 მაისს, კანცერალიის შენობასთან  გაიმართება. აქცია ოჯახის ორგანიზებით გაიმართება.

გიორგი სააკაშვილის თქმით, დრო აღარ ითმენს და პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ეს არის ჩვენი ბოლო შანსი გადავარჩინოთ  ადამიანის სიცოცხლე. მივმართავ ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლებს,  ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას. საქართველოში არის ოჯახის კულტი.  მივმართავ თითოეულ ოჯახს,  დებს,  ძმებს,  შვილებს, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოხლე, ვინაიდან ყოველი წუთი შეიძლება დადგეს ფატალური“,  - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა