|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 5 თვეში 461 477 ლარის ქონება გაყიდა

ქუთაისში, 5 თვის მონაცემებით, მერიის ბალანსზე არსებული 461 477   ლარის ქონება გაიყიდა. მიმდინარე წელს ბიუჯეტი  3 500 000 ლარის ქონების  პრივატიზებას  ელოდება, რაც წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია.

ამ დროისთვის არსებული დაბალი შემოსავლის მიუხედავად, პრივატიზების პრობლემას ვერ ხედავს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს და მერია  აღნიშნულ გეგმას შეასრულებს.

„500–ზე მეტი ობიექტი გვქვს საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელიც საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული. ჩვენ აუქციონზე  ობიექტები გასაყიდად მას მერე გაგვაქვს, რაც შევისწავლით, გასხვისებას პრობლემა ხომ არ მოყვება. ეს მუშა პროცესია და ვერ გეტყვით, რამდენი ობიექტი გავიტანეთ. თუმცა გვაქვს კარგი მონაცემები, ასევე  საკმაოდ მაღალი გეგმა შესრულების პერსპექტივით“, – განაცხადა კლდიაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა