ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია” საქართველოს პატრიოტთა ალიანისის” თავმჯდომარეს, კახა ნემსიწვერიძეს, საკრებულოს სხდომაზე მრავალშვილიანი დედა, მარინე დახუნდარიძე დაუპირისპირდა. “ჩემი თვალით მაქვს ნანახი, კახა ნემსიწვერიძემ როგორ შეამტვრია ღამის ოთხ საათზე დიმიტრი კოპალიანის კაბინეტის კარები, რომ კოპალიანს განცხადება დაეწერა წასვლის შესახებ. ნემსიწვერიძე არასოდეს დაინტერსებულა ქალაქის და მრავალშვილიანი დედების პრობლემებით. მას მხოლოდ თავისი ბიზნესი აინტერსებს. მთელმა ქუთაისმა იცის ვინ ბრძანდებით, ქურდი ხართ”, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მრავალშვილიანმა დედამ. დახუნდარიძემ ასევე, “პირობა მისცა” საკრებულოს ყოფილ “ნაციონალს” და ამ დროისთვის “პატრიოტ” დეპუტატს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში ის დეპუტატი აღარ იქნება. საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს 14:00 საათზე დაიწყო, ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.
მრავალშვილიანი დედა საკრებულოს “პატრიოტ” დეპუტატს – ქურდი ხარ
25 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 148
მრავალშვილიანი დედა, მარინე დახუნდარიძე “პატრიოტ” დეპუტატს დაუპირისპირდა.
თეგები: დაპირისპირება • მარინე დახუნდარიძე • საკრებულოს სხდომა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები