შაბათი, 29 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერი წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

29 აგვისტო, 2026 • NewPress • 90

ძლიერი წვიმა და ელჭექი – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთილისკენ მოუწოდებს.

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს .(საფრთხის დონე საშუალო)

თეგები: ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტოძლიერი წვიმა