კვირა, 30 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში ახალგაზრდა კაცს თევზაობის დროს დენმა დაარტყა

30 აგვისტო, 2026 • NewPress • 69

საჩხერეში ახალგაზრდა კაცს თევზაობის დროს დენმა დაარტყა

ადგილობრივების ცნობით, თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო.

საჩხერეში ახალგაზრდა კაცს თევზაობის დროს  დენმა  დაარტყა,  ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

31 წლის მამაკაცი საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივების ცნობით, თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.