შაბათი, 29 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია

29 აგვისტო, 2026 • ნესტან ჩაგელიშვილი • 30

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია

აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესი ერთი თვის წინ მოხდა.

ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესი განვითარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო.

ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოხდება დროებითი ხიდის მოწყობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესი ერთი თვის წინ მოხდა.

თეგები: ლენტეხიმეწყერიხიდი