შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

30 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 31

ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

მთლიანი თვის კლიმატური პირობების პროგნოზით სხვა წლებთან შედარებით იანვარი თბილი თვე იქნება.

საქართველოში ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 7 იანვრამდე
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია +6;+11 გრადუსი; მთაში +2;+7, ხოლო მაღალმთაში _ 0;5 გრადუსი. ღამით დაფიქსირდება ყინვა. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10; -5; კახეთში -5;-3; მთებში -13;-8; ხოლო მაღალმთაში -16;-11.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +1;+6; ზოგან -3 გრადუსამდე, კერძოდ, სამეგრელოსა და ზუგდიდში. მთაში იქნება -8;-3 გრადუსი ყინვა, ხოლო მაღალმთაში -13;-8.
ამასთან, დასავლეთ საქართველოს ბარში დღისით საშუალოდ ტემპერატურა იქნება +7;+12 გრადუსი; მთაში +3;+8; ხოლო მაღალმთაში 0;+5 გრადუსი.
თბილისში ახალი წლის დღეებში და შემდეგ ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით -4;-2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით +7;+9
ნინო წვერავას განცხადებით, ამინდის პროგნოზში აღნიშნული ყინვები ნორმალურია. მთლიანი თვის კლიმატური პირობების პროგნოზით სხვა წლებთან შედარებით იანვარი თბილი თვე იქნება.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: ამინდიპროგნოზიტემპერატურა