ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს

31 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 20

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს

“ოთარ ფარცხალაძის შემცვლელის თაობაზე მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
“ოთარ ფარცხალაძის შემცვლელის თაობაზე მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ღირსეული ნაბიჯად და სწორ გადაწყვეტილებად შეაფასა. მისი თქმით, მთავარ პროკურორთან ჰქონდა კონსულტაციები, გადადგომის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ თავად მიიღო. წყარო:interpressnews.ge

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმთავარი პროკურორისაქართველო