შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

31 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 21

ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

ხანდაზმულთა თქმით, მათთვის თბილ სიტყვას და მოკითხვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა და პანსიონატის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადასცა.

ხანდაზმულთა თქმით, მათთვის თბილ სიტყვას და მოკითხვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ დახმარებას.

შოთა მურღულიამ მათ პირობა მისცა, რომ გვერდში დაუდგება საჭიროების შემთხვევაში. “ძალიან გვიყვარხართ და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, – მიმართა შოთა მურღულიამ პანსიონატის მოხუცებს.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 95 ბენეფიციარია.

თეგები: მმშპანსიონატიხანდაზმულები