ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ცენტრალურ უბანში რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იგეგმება

16 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 37

ქუთაისის ცენტრალურ უბანში რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იგეგმება

ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიატცია ჯერ კიდევ 2010 წელს იყო დაგეგმილი.

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, რეაბილიტაციის ახალი ეტაპის დაწყება იგეგმება. საუბარია, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციასთან ერთად, ახალი ობიექტების აშენებაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა newpress.ge-ის გადაცემა “აქცენტში” გააკეთა.
ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ (2008 წელი) იყო.
“ამ ქუჩის რეაბილიტაციაზე საუბარი წლების წინ იყო. მაშინ პროექტიც კი არსებობდა, რომელითაც ახლა ვიხელმძღვანელებთ. თუმცა, პროექტში რაღაც ცვლილებები შევა”, – განმარტავს მარჯანიშვილი.

თეგები: ანდრო მარჯანიშვილირეაბილიაციაქუთაისი ცენტრი