შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty Free გაიხსნა

17 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty Free გაიხსნა

ახალი მაღაზიების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, თავისუფალი ვაჭრობის ახალი პუნქტი „ATU Duty Free“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ქეთევან ალექსიძე, „ATU Duty Free“ -ს წარმოადგენლები, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელი, შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, სალომე იობიძე დაესწრნენ. ვაჭრობის ახალი პუნქტი 148 კვ.მ ფართობზე არის განთავსებული. ახალი მაღაზიების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში წარმოდგენილი იქნება 700 მდე სახეობის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინოები და აზიური ტკბილეულობა.

თეგები: აეროპორტიდუტი ფრიქუთაისი აეროპორტი