შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძარცვა ქუთაისის ცენტრალურ უბანში

17 იანვარი, 2014 • ლანა კოკაია • 26

ძარცვა ქუთაისის ცენტრალურ უბანში

სამართლადამცავები ადგილზე დღეს დილით მივიდნენ. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ბალახვანში, მარკეტების წინ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაიძარცვა. newpress.ge-სთან საუბარში მაღაზიების თანამშრომლები აცხადებენ, რომ მძარცველებმა თანხის გატანა ორი აპარატიდან სცადეს, თუმცა ფულის აღება მხოლოდ ერთი აპარატიდან მოახერხეს. „ადგილზე კამერებია დამონტაჟებული და ალბათ უფრო ავილად და სწრაფად გაირკვევა რა მოხდა“-აცხადებს სუპერმარკეტის თანამშრომელი ნინო დვალი newpress.ge-სთან საუბარში. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სამართლადამცავები ადგილზე დღეს დილით მივიდნენ და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ზარალის ოდენობას სამართალდამცავები არკვევენ.

თეგები: სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიქუთაისისძარცვა