ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აქცია ქუთაისში – დღეს თბილისში, ვაკის პარკს ჩეხავენ, ხვალ ქუთაისს მოადგებიან

19 იანვარი, 2014 • ლანა კოკაია • 19

აქცია ქუთაისში – დღეს თბილისში, ვაკის პარკს ჩეხავენ, ხვალ ქუთაისს მოადგებიან

აქციის წევრების თქმით,ასეთი პროცესები რეკრეაციულ ზონებში დროულად უნდა შეწყდეს.

“დაიკავე ვაკის პარკი,”-ამ სლოგანით ქუთაისელმა სტუდენტებმა თბილისში, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს და თბილისელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. სოლიდარობის გამომხატველი საპოტესტო აქცია ქუთაისში დღეს, ცენტრალურ პარკში სტუდენტური გაერთიანება “მწვანე მუშტის” წევრების ორგანიზებით გაიმართა.
“რეკრეაციული ზონების უკანონო გასხვისება კონკრეტული პიროვნებების ჯიბეების გასქელების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს,”-განმარტავენ აქციის მონაწილეები. აქციის წევრების თქმითვე,ასეთი პროცესები რეკრეაციულ ზონებში დროულად უნდა შეწყდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა იგივე პროცესები სხვა ქალაქებშიც დაიწყოს. “დღეს თბილისშუ ვაკის პარკს ჩეხავენ, ხვალ კი ქუთაისს მოადგებიან, შემდეგ ზუგდიდს,ბათუმს და ამიტომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მსგავს პროცესებს,” – ამბობს სტუდენტური გაერთიანება “მწვანე მუშტის” წევრი სალომე ჩუხუა. ქუთაისში გამართულ სოლიდარობის გამომხატრველ აქციაში მონაწილეობას ასევე ზუგდიდიდან, ფოთიდან, ბათუმის, თბილისიდან და თელავიდან ჩამოსული ახალგაზრდები უერთებოდნენ. შეგახსენებთ,რომ თბილისში ვაკის პარკში სასტუმროს მშემნებლობას თბილისელები აქციებით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

თეგები: აქციასტუდენტებიქუთაისი