პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, მწვანეყვავილას სასაფლაო და იქვე არსებული პანთეონი ერთმანეთისგან გამიჯნონ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას
განმარტებით, დროა საკრებულომ მიხედოს ქალაქის სამეურნეო საქმეებს და მიცვალებულებს მიაგონ პატივი. “უკვე არავისთვისაა უცხო, რომ ქალაქში სასფლაოები ცოცხალ ადამიანებზე ორმაგ ფასად იყიდება და ასევე, პანთეონი და სამოქალაქო სასაფლაო შერეულია. კეთილი ინებონ და გამიჯნონ”, – აცხადებს წულაია. ქუთაისში, სულ 12 სასფლაოა. მწვანეყვავილას სასაფლაოსგან პანთეონს გამიჯვნას მოქალაქეებიც ითხოვენ.
“თავისუფალი საქართველო” – ქუთაისის საკრებულომ პატივი უნდა სცეს მიცვალებულებს
22 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 27
პარტიის იმერეთის ორგანიზაცია საკრებულოს მოუწოდებს გამიჯნოს საქალაქო სასაფლაო და პანთეონი ერთმანეთისგან.
თეგები: გოგი წულაია • სასაფლაო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები