შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უმცირესობა სხვაგან

27 იანვარი, 2014 • ლანა კოკაია • 32

წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უმცირესობა სხვაგან

„კომუნიკაცია-აახლოებს, გაუცხოება იწვევს გაუგებრობებს, ამიტომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამ ხალხის შემობრუნება,“ – ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

ეროვნული უმცირესობების უფლებები, სტიგმა და სტერეოტიპები – ძირითადად ეს საკითხები იყო განხილვის საგანი დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული უმცირესობების უფლებებზე საქართველოში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უმცირესობა სხვაგან“ – განაცხადა აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი ჯულაყიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარების საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობის პარალელურად.

„კომუნიკაცია-აახლოებს, გაუცხოება იწვევს გაუგებრობებს, ამიტომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამ ხალხის შემობრუნება,“ – ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, რამდენიმე თვის წინ, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტს, ჯავახეთში გამოვლენილ სეპარატისტულ ფაქტებსა და რელიგიურ საკითხებს.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში“ გაიმართა.

თეგები: სტერეოტიპებისტიგმაუმცირესობა