ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როდის ჩატარდება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსი

28 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25

როდის ჩატარდება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსი

სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსის ჩატარება ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილი აცხადებს, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში 43 ადგილზე კონკურსის ჩატარებას სამ თვეში უზრუნველყოფს. ამ დროისათვის 7 ადგილი სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტურია, ხოლო დანარჩენ 37 ადგილზე დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნული. თავად კონკურსის ჩატარება კი არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. “კანონის შესამაბისად დღეიდან სამ თვეში უნდა ვუზრუნველყო კონკურსის ჩატარება. უნდა დავაკომლექტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომლიც 5 კაციანი იქნება”, – განაცხადა დღეს, საგანგებო პრესკონფერენციაზე, იმერეთის მხარის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა. მისი განმარტებით, საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება არასამთავრობო ორგანიზაციათა რიგებიდან მოხდება. “გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი,” – მეფარიშვილის განმარტებით, ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლის მიხედვითაც საკონკურსო კომისია ვაკანტურ ადგილებზე კანიდატურებს შეარჩევს.

თეგები: ზაზა მეფრაშვილიიმერეთიკონკურსი