შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია

31 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 33

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია

მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომანქანები მხოლოდ ჯაჭვებით გადაადგილდებიან.

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია. გუდაურიდან-კობამდე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. კობიდან ლარსამდე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი აკრძალვები არ მოქმედებს. იგივე რეჟიმია მლეთიდან გუდაურამდე გზაზე – მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომანქანები მხოლოდ ჯაჭვებით გადაადგილდებიან, სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
წყარო: pirveliradio.ge

თეგები: ამინდითოვლიშეღუდვა ტრანსპორტე